ბლოგზე გამოყენებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სატრენინგო მასალები

понедельник, 23 июня 2014 г.

ვიქტორ ფრანკლი მოტივაციასა და შეფასებაზე




მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანის, დიდებული ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ,ვიქტორ ფრანკლის, 1972 წელს წელს წაკითხული ლექცია მოტივაციასა და ცხოვრების აზრზე:

ევროპაში ნებისმიერ ამერიკელ სტუდენტს მით უფრო ზრდსრულ ამერიკელს, უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელსაც სურს იშოვოს დიდი ფული.სინამდვილეში კი სტუდენტების მხოლოდ 16% მიიჩნევს მთავარ პრობლემად და ცხოვრებია ამოცანად მაღალ ანაზღაურებას,,სიტყვასიტყვით რომ გავიმეორო, ცოტა ფულის შოვნას.. მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას იცით რა სურს?როგორ გამოვთქვა ეს უკეთესად,( როგორც ხედავთ მე აქცენტი მაქვს, ეს თითქმის არცაა ინგლისაური)იცით რა სურს ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას? ამერიკელი სტუდენტების 78 % აწუხებს , როგორც თვითონ აღნიშნეს, იპოვონ ცხოვრების აზრი და მიზანი. და ეს არის რეალისტური შეხედულება კაცობრიობაზე. იცით, თქვენ ახლა არ დამიჯერებთ, არ დამიჯერებთ, რომ მე, მიუხედავად ჩემი ჭაღარისა და ასაკისა, ახლახან დავიწყე თვითმფრინავის პილოტირების გაკვეთილებზე სიარული.იცით რა მითხრა ჩემმა ინსტრუქტორმა? თუ თქვენ გამოფრინდით აქედან და გინდათ მიაღწიოთ აქ, ამ წერტილს , აღმოსავლეთში, მაგრამ უბერავს გვერდითი ჩრდილოეთის ქარი, ის გადაგახვევინებთ და თქვენ დაფრინდებით სხვაგან, ამიტომ არსებობს პილოტებში გამოთქმა ფრენა დაქანებით. კურსი უნდა აიღიოთ სასურველი აეროდრომიდან ჩრდილოეთით და იფრინოთ,თითქოს თქვენი მიზანია იმ მიმართულებით ფრენა. თუ თქვენ ასე მოიქცევით, სასურველ აეროდრომს მიაღწევთ, მაგრამ თუ აეროდრომის მიმართულებით გაფრინდებით, დაეშვებით მისგან სამხრეთით.
ეს ადამიანებზეც ვრცელდება. თუ ჩვენ ადამიანს შევაფასებთ ისეთად, როგორიცაა სინამდვილეში, ჩვენ მას მხოლოდ უარესს ვხდით. მაგრამ თუ გადაჭარბებულად შევაფასებთ (აპლოდისმენტები უადგილოა, მალე მიხვდებით , რატომ), თუ ჩვენ ვიქნებით იდეალისტები და გადავაჭარბებთ, მივცემთ მაღალ შეფასებას ადამიანს და შევხედავთ მას სხვა ადგილიდან, საიდანაც ჩანს უკეთესი, ვიდრე სინამდვილეშია, იცით რა ხდება? ჩვენ ხელს ვუწყობთ გახდეს ის ისეთი,როგორიც მართლა შეიძლება იყოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტათი იდეალისტები, რათა საბოლოოდ ნამდვილი რეალისტები გავხდეთ. რადგან თუ ჩვენ ადამიანს განვიხილავთ ისეთად, როგორიც ვალდებულია იყოს, ვუსპობთ შესაძლებლობას გახდეს ისეთი, როგორიც შეიძლება გამხდარიყო. ეს არ უთქვამს ჩემი პილოტირების ინსტრუქტორს და არც ჩემი სიტყვებია, ეს თქვა დიდმა გოეთემ, ეს მან გამოთქვა ასე. ახლა თქვენ ხვდებით, თუ ჩემს ერთ -ერთ ნაშრომში რატომ დავწერე, რომ ეს ყველაზე მორგებული მაქსიმა და მოტივია ნებისმიერი ფსიქოთერაპევტული მოღვაწეობისთვის.
ამგვარად, თუ თქვენ ვერ დაინახავთ ახალგაზრდაში საზრისს, მისი საზრისის ძიებას,მას მხოლოდ უარესს, მოსაწყენს, იმედგაცრუებულს ხდით და თანდათან უფრო მძაფრდება ეს იმედგაცრუება. მაგრამ თუ ამ ადამიანში, პატიმარში ან არასრულწლოვან დამნაშავეში ან ნარკომანში დაინახავთ თუნდაც ნაპერწკალს მის მიერ საზრისისაკენ სწრაფვისა, მოდით, ხელი შეუწყვეთ, დაუშვით მისი არსებობა. მაშინ თქვენ გამოიწვევთ ამას მასში და თქვენ აიძულებთ მას გახდეს ისეთი, როგორიც , პრინციპში, შეუძლია რომ იყოს.


4 коммент.:

ხათუნა ციხელაშვილი комментирует...

ეკა მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო შენი დაუზოგავი შრომისთვის. მე თვალყურს ვადევნებ შენს მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებს და აღფრთოვანებული ვარ. ღმერთმა გვიმრავლოს ეკა ცხადაიას ნაირი მასწავლებლები

Unknown комментирует...

ხათუნა <3
ყველაზე მაგარი ხათუნასნაირი პროფესიონალის და კეთილშობილი ადამიანის შეფასებაა. ნამგვილად რაღაც კარგი მაქვს წინა ცხოვრებაში გაკეთებული.

Unknown комментирует...

დიდი მადლობა, ქალბატონო ეკა!

ქეთი ჟვანია-ტაისონი комментирует...

:) დიდი მადლობა

Отправить комментарий

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | free samples without surveys