ბლოგზე გამოყენებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სატრენინგო მასალები

пятница, 24 октября 2014 г.

ბოროტება-ჩვეულებრივი მოვლენა თუ განსაკუთრებული ფენომენი?

ავტორიტეტისადმი მორჩლება- სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი

 


ბოროტება-ჩვეულებრივი მოვლენა თუ განსაკუთრებული ფენომენი?

ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ცდის პირი იძულებული იყო დაეჯერებინა, რომ იგი – ასრულებდა რა ბრძანებებს – ტკივილს აყენებდა, სტანჯავდა და, შესაძლოა, მოეკლა კიდეც უდანაშაულო ადამიანი. თითოეულ მასწავლებელს 45 ვოლტის ძაბვის ელექტროდარტყმა მიაყენეს, რათა მას წარმოდგენა ჰქონოდა, თუ რა ინტენსივობის ტკივილს იწვევდა იგი. მოსწავლე მშვიდი, სასიამოვნო გარეგნობის, გაწონასწორებული მანერების მქონე, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელიც, სხვათა შორის, ამბობდა, რომ გული აწუხებდა, მაგრამ ფულის გამო მზად იყო ამ პროცედურის გასავლელად. მას გვერდით ოთახში აბამდნენ “ელექტროსკამზე” და მასწავლებელთან შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით ურთიერთობდა. მოსწავლეს ევალებოდა დაწყვილებული სიტყვების დამახსოვრება და წყვილიდან ერთ-ერთი სიტყვის დასახელება, როგორც კი გაიგებდა ამ წყვილის მეორე სიტყვას. მოსწავლემ, წინასწარ დადგენილი განრიგის შესაბამისად, მალევე დაიწყო შეცდომების დაშვება და მასწავლებელმაც არ დააყოვნა ელექტროშოკის გამოყენება. მსხვერპლის პროტესტი იზრდებოდა ელექტროშოკის ვოლტაჟის მატებასთან ერთად. 75 ვოლტზე მან ჩივილი და ბუზღუნი დაიწყო. 150-ზე ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და განთავისუფლება მოითხოვა. 180 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ ვეღარ გაუძლებს ამ ტკივილს. 300 ვოლტზე გაჰყვიროდა, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია და განთავისუფლებას ითხოვდა. ბოლოს ტირილით ლაპარაკობდა თავის ავადმყოფ გულზე და კიოდა. თუ მასწავლებელი ყოყმანობდა, ან უარს აცხადებდა უფრო მაღალი ელექტროშოკის მიყენებაზე, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ თქვენ გააგრძელოთ,” ან “თქვენ არ გაქვთ არჩევანი, უნდა გააგრძელოთ”.

როგორც უკვე ხვდებით, სიტუაცია ცდის პირებისთვის ძალზე სტრესული იყო. ცდის პირთა უმეტესობა პროტესტს გამოთქვამდა და განუწყვეტლივ აღნიშნავდა, რომ ამის გაგრძელება აღარ შეეძლო. ის, რომ ექსპერიმენტში შექმნილმა სიტუაციამ ცდის პირებში ძლიერი პროტესტი გამოიწვია, ნათლად ჩანს ექსპერიმენტის ანგარიშებიდანაც:

180-ვოლტიანი შოკის შემდეგ: “ამდენს ვერ გაუძლებს! მე არ ვაპირებ ამ კაცის მოკვლას. გესმით, ყვირის! ის ვერ გაუძლებს ამას. რამე რომ დაემართოს?… ამ კაცს რაიმე რომ დაემართოს, ვინ აგებს პასუხს?” (ექსპერიმენტატორი თანხმდება პასუხისმგებლობის აღებაზე) – “მაშ, კარგი”.

195-ვოლტიანი შოკის შემდეგ: „ხომ გესმით როგორ ყვირის? მაგარია რა, არ ვიცი~ (ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ აუცილებელია გაგრძელება) “დიახ, მე ვიცი, სერ, მაგრამ ვფიქრობ, ეგ აზრზე არ არის, რაში გაება. უკვე 195 ვოლტია”.

მაშინაც კი, როდესაც მოსწავლის ოთახში სიჩუმე ისადგურებდა, მასწავლებელი ბრძანებებს იძლეოდა, უფრო მოემატებინათ ელექტროშოკის ვოლტაჟი და დაეჭირათ თითი ღილაკზე, რომელსაც ეწერა: “სახიფათოა. ძლიერი შოკი XXX (450 ვოლტი)”

среда, 20 августа 2014 г.

среда, 30 июля 2014 г.

четверг, 3 июля 2014 г.

არ არსებობს უნიჭო ადამიანი

კიმ პიკი. ყველაზე ცნობილი, სავანტის სინდრომით დაავადებული ამერიკელი,მეტსახელად - "კომპიუტერი". იგი მიღებული ინფორმაციის 98% -ს იმახსოვრებდა; კითხვა 16 თვისამ დაიწყო.სიცოცხლის ბოლომდე წაკითხული 12 ათასი წიგნი. 3 წამში შეეძლო წიგნის ორ სხვადასხა გვერდზე ერთროულად კითხვა.7 წლისამ ზეპირად იცოდა ბიბლია,იცოდა მშობლიური ქალაქის (სოლტ-ლეიკ-სიტი) სატელეფონო ცნობარი (1,5 მლნ ადამიანი),ამერიკის ქალაქების რუკები, საერთაშორისო კოდები,კალენდარი. ერთხელ მოსმენილ საფორტეპიანო ნაწარმოებებს ზეპირად უკრავდა. მიუხედავად ამისა მას არ შეეძლო დამოუკიდებლად კიბეზე გადაადგილება, თასმების შეკვრა, კბილების გამოხეხვა. კიმ პიკის ცხოვრებაზე დაწერილი სცენარის მიხედვით 1988 წელს ბარი ლევინსონმა გადაიღო ფილმი "წვიმის კაცი".

понедельник, 23 июня 2014 г.

ვიქტორ ფრანკლი მოტივაციასა და შეფასებაზე




მეოცე საუკუნის უდიდესი ადამიანის, დიდებული ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის ,ვიქტორ ფრანკლის, 1972 წელს წელს წაკითხული ლექცია მოტივაციასა და ცხოვრების აზრზე:

ევროპაში ნებისმიერ ამერიკელ სტუდენტს მით უფრო ზრდსრულ ამერიკელს, უყურებენ, როგორც ადამიანს, რომელსაც სურს იშოვოს დიდი ფული.სინამდვილეში კი სტუდენტების მხოლოდ 16% მიიჩნევს მთავარ პრობლემად და ცხოვრებია ამოცანად მაღალ ანაზღაურებას,,სიტყვასიტყვით რომ გავიმეორო, ცოტა ფულის შოვნას.. მაგრამ ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას იცით რა სურს?როგორ გამოვთქვა ეს უკეთესად,( როგორც ხედავთ მე აქცენტი მაქვს, ეს თითქმის არცაა ინგლისაური)იცით რა სურს ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას? ამერიკელი სტუდენტების 78 % აწუხებს , როგორც თვითონ აღნიშნეს, იპოვონ ცხოვრების აზრი და მიზანი. და ეს არის რეალისტური შეხედულება კაცობრიობაზე. იცით, თქვენ ახლა არ დამიჯერებთ, არ დამიჯერებთ, რომ მე, მიუხედავად ჩემი ჭაღარისა და ასაკისა, ახლახან დავიწყე თვითმფრინავის პილოტირების გაკვეთილებზე სიარული.იცით რა მითხრა ჩემმა ინსტრუქტორმა? თუ თქვენ გამოფრინდით აქედან და გინდათ მიაღწიოთ აქ, ამ წერტილს , აღმოსავლეთში, მაგრამ უბერავს გვერდითი ჩრდილოეთის ქარი, ის გადაგახვევინებთ და თქვენ დაფრინდებით სხვაგან, ამიტომ არსებობს პილოტებში გამოთქმა ფრენა დაქანებით. კურსი უნდა აიღიოთ სასურველი აეროდრომიდან ჩრდილოეთით და იფრინოთ,თითქოს თქვენი მიზანია იმ მიმართულებით ფრენა. თუ თქვენ ასე მოიქცევით, სასურველ აეროდრომს მიაღწევთ, მაგრამ თუ აეროდრომის მიმართულებით გაფრინდებით, დაეშვებით მისგან სამხრეთით.
ეს ადამიანებზეც ვრცელდება. თუ ჩვენ ადამიანს შევაფასებთ ისეთად, როგორიცაა სინამდვილეში, ჩვენ მას მხოლოდ უარესს ვხდით. მაგრამ თუ გადაჭარბებულად შევაფასებთ (აპლოდისმენტები უადგილოა, მალე მიხვდებით , რატომ), თუ ჩვენ ვიქნებით იდეალისტები და გადავაჭარბებთ, მივცემთ მაღალ შეფასებას ადამიანს და შევხედავთ მას სხვა ადგილიდან, საიდანაც ჩანს უკეთესი, ვიდრე სინამდვილეშია, იცით რა ხდება? ჩვენ ხელს ვუწყობთ გახდეს ის ისეთი,როგორიც მართლა შეიძლება იყოს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ცოტათი იდეალისტები, რათა საბოლოოდ ნამდვილი რეალისტები გავხდეთ. რადგან თუ ჩვენ ადამიანს განვიხილავთ ისეთად, როგორიც ვალდებულია იყოს, ვუსპობთ შესაძლებლობას გახდეს ისეთი, როგორიც შეიძლება გამხდარიყო. ეს არ უთქვამს ჩემი პილოტირების ინსტრუქტორს და არც ჩემი სიტყვებია, ეს თქვა დიდმა გოეთემ, ეს მან გამოთქვა ასე. ახლა თქვენ ხვდებით, თუ ჩემს ერთ -ერთ ნაშრომში რატომ დავწერე, რომ ეს ყველაზე მორგებული მაქსიმა და მოტივია ნებისმიერი ფსიქოთერაპევტული მოღვაწეობისთვის.
ამგვარად, თუ თქვენ ვერ დაინახავთ ახალგაზრდაში საზრისს, მისი საზრისის ძიებას,მას მხოლოდ უარესს, მოსაწყენს, იმედგაცრუებულს ხდით და თანდათან უფრო მძაფრდება ეს იმედგაცრუება. მაგრამ თუ ამ ადამიანში, პატიმარში ან არასრულწლოვან დამნაშავეში ან ნარკომანში დაინახავთ თუნდაც ნაპერწკალს მის მიერ საზრისისაკენ სწრაფვისა, მოდით, ხელი შეუწყვეთ, დაუშვით მისი არსებობა. მაშინ თქვენ გამოიწვევთ ამას მასში და თქვენ აიძულებთ მას გახდეს ისეთი, როგორიც , პრინციპში, შეუძლია რომ იყოს.


 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | free samples without surveys