ნიკო ნიკოლაძე
(ავტორის თანხმობით გამოყენებულია ელისო ჯანაშიას მასალები)
1894 წლის 25 ოქტომბერს ფოთის ქალაქის არჩევნებში
210 კაციდან ნიკო ნიკოლაძწეს მხარი 193 - მა დაუჭირა. 17 კი წინააღმდეგი იყო.
ამ პერიოდისთვის ფოთის ბიუჯეტი 75 ათას მანეთს შეადგენდა, ხოლო თანამდებობა დაატოვებინეს და უამრავი ბრალდება წაუყენეს.
723 327 მანეთს. წიგნში ,,ფოთის წარსულიდან“ გამოქვეყნებულია
1914 წელს შედგენილი დოკუმენტი-ფოთის ქალაქის ხმოსნების მიმართვა ამომრჩევლისადმი.
მასში ჩამოთვლილია ის, რაც უკვე გააკეთა ნიკო ნიკოლაძემ და ისიც, რის გაკეთებას მომავალში აპირებდა.
რა გააკეთა:
1. წყალდიდობისაგან აკლებულ ფოთს ულმობელ სტიქიისაგან შველა ესაჭიროებოდა, ამისათვის ქალაქს ირგვლივ ჯებირი შემოავლო და ახლა წყალი ისე თავისუფლად ვერ დასეირნობს ქუჩებში, როგორც წინათ.
2. შავს ვარსკვლავზე დაბადებული პორტი მკვდრეთით აღდგენას ლამობდა და გააცოცხლა ნავსადგურის განახლებით, ფოთსა და საქართველოს დიდი სარგებლობა მოუტანა. ევროპა დაგვიახლოვა, აღებ-მიცემობა გააძლიერა.
3. გადაჭიმა სამი ხიდი, რომელთაგან ორი ქალაქსა და დიდ კუნძულს პორტთან აერთებს და მესამე, ფოთელების მასაზრდოებელ გურიასთან.
4. ახალი ხიდების აგებით გააუქმა მდინარე მალთაყვაზე და რიონზე ნავებით გადასაყვან-გადმოსაყვანი უზომო გადასახადი გაჭირვებულ ხალხის შემავიწროებელი.
5. მოსპო ძველ რკინის ხიდზე დაწესებული ბაჟი.
6. ააშენა ელექტრონის სადგური, რომელიც პორტსა და ქალაქს ანათებს.
7. გააბა ტელეფონის ქსელი, რომლის ბოძები თავმორთულ კეკლუც პატარძალივით ქუჩებს ამშვენებს.
8. გააკეთა, ნაცვლად დახავსებულ სამოქალაქო და სახელოსნო სასწავლებლების ხის სახლებისა, ლამაზი აგურის ორსართულიანი შენობები, რომელსაც მხარს უმშვენებენ ახლად დაარსებული ქალების და ვაჟების გიმნაზიის ქვის შენობები და სხვა სკოლები.
9. უხერხულ ადგილას მოთავსებული სავაჭრო მოედანი გადაიტანა მოხერხებულ ბინაზე, სადაც გაშენებულია გადახურული ბაზარი და სასწორი. იქვე გაკეთებულია ოთხი ქვის დუქანი და სხვა.
10. მოაწყო სასაკლაო და ორი წყლის ამოსაღები გენებიკის სისტემისა, რომელიც მცხოვრებლებს სუფთა წყალს აწვდის.
11. განაახლა ქალაქის კოშკი და მის გვერდით ამართა უზარმაზარი ეკლესია ბიზანტიის სტილზე, რომელიც თავის აგებულობით იპყრობს მნახველთა ყურადღებას.
12. მოუპოვა სამკურნალოს და პოლიციას საკუთარი ბინა.
13. მოაწყო ცხენის რკინიგზის ლიანდაგი.
14. ნავსადგურში მიმავალი ქუჩების მოკირწყვლა და სხვა გზატკეცილების გაყვანა თუ ძნელად ოცნებაში არსებობდა, დღეს სინამდვილედ გახდა.
15. ქალაქის განაპირა ადგილების (ჩოჩხატის აგარაკის) შეძენა ბანკიდან.
16. საქონლის საწყობების გამართვა პორტში და ელევატორში.
17. ნახევარკაპიკიანი საფუთო გადასახადის დაარსებას ისეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის ფინანსებისათვის, რომ მისი წყალობით სულდგმულობს ადგილობრივი კულტურული დაწესებულებანი…~
ასეთ მრავალმხრივ და მასშტაბურ საქმიანობას მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა არ ჰყოფნიდა: მას ჯანმრთელობა და ნერვები ეწირებოდა. ნიკო ნიკოლაძე თავის მეგობარ იონა მეუნარგიას შესჩიოდა:
`რა ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამისთანა სიცოცხლე აიტანოს, ნეტავი მაინც ოჯახობა არ მყავდეს აქ, არ ხედავდეს ჩემს გასაჭირს და ღელვას. რომ იცოდე, როცა შინ ვბრუნდები, რანაირად შემცქერიან თვალებში ჩემი შვილები და ცოლი _ მწუხარეა თუ მხიარულიო, რამდენად ჩემზე უფრო მეტს განიცდიან ესენი, როცა საქმე ფერხობს თუ კოჭლობს. ხშირად, როცა შინ ვბრუნდები, უნდა მხიარული გამოხედულობა განგებ მივიღო, რომ ესენი არ დავაღონო. რამდენად უფრო ადვილი იყო ჩემი მდგომარეობა აქ, როცა არავინ მოწმეთ არ მესწრებოდა ტანჯვისა და გასაჭირისა
· 18 წლის განმავლობაში (1894-1912 წლები), ნიკო ნიკოლაძის ქალაქისთავობისას, ჭაობიანი პატარა ფოთი დიდი პერსპექტივების ქალაქად გადაიქცა. 1913 წელს ჟურნალ `,,კლდეში" ვკითხულობთ: ,,ამ ოცი წლის წინათ პირველად ვიხილე ფოთი. იმ დროს იგი უფრო მოზრდილ სოფელს ჰგავდა, ვინემ ქალაქს, წუმპე-ტალახიანი ბნელი ქუჩები, ხის პატარა სახლები, ჭუჭყიანი უშნო დუქნები, ციებ-ცხელებით შეპყრობილი, უძალღონო, უფერული ხალხი; ირგვლივ ჭაობები… აი, რა იყო იმ დროს ფოთი…
ამ დღეებში შემთხვევა მომეცა კვლავ მენახა ეს ოდესღაც საცოდავი ფოთი. ღმერთო ჩემო!.. თილისმას გარდაუქმნია იგი ამ ოც წელიწადში მშვენიერ ქალაქად: დამშრალა ჭაობები… ვრცელი და სწორი მოკირწყლული ქუჩები, ხისა და ქვის ორსართულიანი ლამაზი სახლები, საქონლით სავსე მინით გადახურული ბაზარი და კოხტა დუქნები, პატარა წყალსადენი, ცხენის კონკა და ელექტრონით განათება _ აი, რა ვნახე დღეს ფოთში…
ნეტა ვინ მოახდინა ეს სასწაული?! ვინ არის ის ჯადოსანი, რომელმაც გააცოცხლა მკვდარი ფოთი და გარდაქმნა იგი მშვენიერ ქალაქად?! ვინ ააყვავა დამპალ ჭაობებში საქართველოს ეს ქალაქი და აქცია იგი პირველხარისხოვან ბოღაზად, რომლის ნავსადგური სავსეა დღეს ოკეანის გემებით და რომლის საქონლის გატან-შემოტანა უდრის წლიურად 100 მილიონ ფუთს?! ვინ აღძრა და აამოძრავა ფოთის სიცოცხლის ძარღვი?! ეს გახლავთ ნ. ნიკოლაძე".
ნიკო ნიკოლაძე უფრო მეტის გაკეთებას ცდილობდა; სამომავლო გეგმები არანაკლებ შთამბეჭდავი ჰქონდა _ მასზე უკეთ ვინ იცოდა, რა სჭირდებოდა ყველაზე მეტად ფოთს:
`1. არხით შეერთება რიონისა პორტთან.
2. რკინიგზის საქონელზე ბაჟის დადება ქალაქის სასარგებლოდ.
3. საავადმყოფოს დაარსება.
4. ქალაქის საზოგადო ბანკის გახსნა.
5. სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსება.
6. სამასწავლებლო სემინარიის.
7. სამეურნეო და საოჯახო სკოლის.
8. გემების გამყვან-შემომყვან ბუქსირიანი ორთქლმავლის შეძენა.
9. პორტის შიდა აუზის შეერთება მდინარე კაპარჭინასთან, სუფსასთან და ხობის წყალთან არხების გაყვანით.
10. რიონის მომზადება შავი და აზოვის ზღვების გემების სადგომათ ზამთარში.
11. წყალვარდნილების ხმარება ელექტრონის საშოვრათ პორტის და ქალაქის სანათად და მანქანების საძრავათ.
12. მანქანების და მოტორიანი ნავების შეძენა მდინარეებზე და შენაკადებზე სახმარად.
13. გადასატან-გადმოსატანი რკინიგზების მოწყობა სილისა და მიწის საზიდავად ქალაქის დასაშრობათ.
14. ფოთის გარშემო ადგილების დაშრობა და ნაჭერ-ნაჭრათ გაყიდვა ფერმების გასამართავად.
15. კურორტის გამართვა ზღვასა და პალიასტომს შუა.
16. სახალხო სახლისა და თეატრის აშენება
·
უამრავი ბრალდება წაუყენეს, უფრო მეტად _ აბსურდული:
ნახევარკაპიკიანი გადასახადის შემოღებით, ფოთი ჭიათურის შავქვის მრეწველობას ძარცვავსო. ისე გამოდიოდა, რომ ფოთის ქალაქის მესვეურებს ჭიათურის ბედი უფრო აწუხებდათ, ვიდრე თავიანთი ქალაქისა. თავის დროზე, ნიკოლაძის ამ ნახევარკაპიკიანმა გადასახადმა დააყენა ფოთი ფეხზე, მარგანეცის მრეწველობისთვის კი იგი თითქმის უმნიშვნელო იყო.კიდევ ერთი აბსურდული ბრალდება: თუ კარგი კაცი იყავ და მთავრობას არ ეხმარებოდი, როცა გენერალმა ალიხანოვ-ავარსკიმ მთელი დასავლეთ საქართველო გადაბუგა და გადაწვა, ფოთი დანგრევა-განადგურებას როგორ გადაურჩაო.რაც თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის გამჭრიახობად მიიჩნიეს, ახლა მისსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენეს, რატომღაც ყველამ დაივიწყა, სინამდვილეში რა მოხდა: ფოთისკენ მიმავალ გამძვინვარებულ გენერალს გზაში შეგებებია ნიკო ნიკოლაძე და შეუშინებია: ფოთი უცხოეთშია დაზღვეული და თუ დააქცევთ, მთელი ზარალის ანაზღაურება პირადად ხელმწიფე-იმპერატორს მოუწევსო. მეფის დაზარალების შიშმა დააფრთხო თურმე გენერალი და ჯარი სხვა მიმართულებით წაიყვანა.სხვაც ბევრი რამ მოუდეს შარად, მდგომარეობა დაიძაბა, უკიდურესად გამწვავდა და ნიკოლაძე ქალაქის მერის თანამდებობიდან გადააყენეს. მარტო ეს არ აკმარეს _ სამართალში მისცეს…
` ,,მოგეხსენებათ, პასუხისგებაში ვარ მიცემული. ამ გასაჭირში მშველელი არსად ჩანს, თორემ დამწიხვლელი, ბევრი მოგეცესთ, უთვალავია. ყოველ ჭინჭრაქას, ყოველ ლაწირაკს და ქვემძრომს შეუძლია მავნოს, თვალდახელშუა სიცრუის თქმითაც. შეშლილი უნდა იყოს ადამიანი, ასეთ მდგომარეობაში ამხანაგს მტრად რომ აქცევდეს?" _ წერდა ნიკო ნიკოლაძე გაზეთ `,,იმერეთში"1913 წლის 1-ლ თებერვალს. ყველაზე მეტად მას ძველი მეგობრის, ახლა კი მტრადმოკიდებული იონა მეუნარგიას სიტყვებმა ატკინა გული, როცა ნიკო ნიკოლაძეს გაზეთში თაღლითი, ბოროტი და ორპირი უწოდა… ბრალდებები ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ მაინც დამნაშავედ ცნეს _ როცა ფოთის პორტს აშენებდა, რაღა მაინცდამაინც ის ფირმა შეარჩია, ალბათ მშენებელი ორგანიზაციის თავკაცისგან საჩუქრად ფული აიღოო. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს სასამართლო უხილავის ხელით იმართებოდა, მის უკან კი გაუტანლობისა და შურის მზაკვრული გეგმის კონტურები ჩანდა.
·
ძირითადი ბრალდება ვერ დაუმტკიცეს, მაგრამ საჩუქრის აღებაში მაინც დამნაშავედ ცნეს _ ან რვა ათასი მანეთი გადაიხადოს, ან ერთი წელი ციხეში წავიდესო… (მოვლენებს წინ გავუსწრებთ და შეგახსენებთ, რომ ნიკო ნიკოლაძეს ისევ ფოთელები დაეხმარნენ, ფულიც მოუგროვეს და მერის ხელფასიც შეუნარჩუნეს).
ნიკო ნიკოლაძე განაჩენს სიმშვიდით შეხვდა _ ან კი რა უნდა გაჰკვირვებოდა მას შემდეგ, რაც ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარესა და დირექტორს, მხცოვანი ასაკის კირილე ლორთქიფანიძესა და დავით ბაქრაძეს დამართეს: ბანკში 30-წლიანი თავდადებული მსახურების შემდეგ, ორივე სამართალში მისცეს. კირილე ლორთქიფანიძე, ვინც ხელფასის მხოლოდ ნახევარს იღებდა და მეორე ნახევარს ბანკს უტოვებდა, დამნაშავედ ცნეს, გაუყიდეს არა მარტო მისი, არამედ და-ძმის მამულები. რომ არა მათი ასაკი, 80 წლის მოხუცებს კატორღა არ ასცდებოდათ და იქვე დალევდნენ სულს. ამ ამბის შემსწრე ნიკო ნიკოლაძეს მართლაც, ვეღარაფერი გააკვირვებდა. 73 წლის `ულმობელი საქმის კაცი~, თანამემამულეთა ულმობელი დამოკიდებულების გამო, იძულებული გახდა, რუსეთში წასულიყო საცხოვრებლად და სამუშაოდ.
·
ნიკო ნიკოლაძე თავის მეგობარ იონა მეუნარგიას შესჩიოდა:
`რა ნერვები უნდა ჰქონდეს ადამიანს, ამისთანა სიცოცხლე აიტანოს, ნეტავი მაინც ოჯახობა არ მყავდეს აქ, არ ხედავდეს ჩემს გასაჭირს და ღელვას. რომ იცოდე, როცა შინ ვბრუნდები, რანაირად შემცქერიან თვალებში ჩემი შვილები და ცოლი _ მწუხარეა თუ მხიარულიო, რამდენად ჩემზე უფრო მეტს განიცდიან ესენი, როცა საქმე ფერხობს თუ კოჭლობს. ხშირად, როცა შინ ვბრუნდები, უნდა მხიარული გამოხედულობა განგებ მივიღო, რომ ესენი არ დავაღონო. რამდენად უფრო ადვილი იყო ჩემი მდგომარეობა აქ, როცა არავინ მოწმეთ არ მესწრებოდა ტანჯვისა და გასაჭირისა.
0 коммент.:
Отправить комментарий