ბლოგზე გამოყენებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სატრენინგო მასალები

пятница, 24 октября 2014 г.

ბოროტება-ჩვეულებრივი მოვლენა თუ განსაკუთრებული ფენომენი?

ავტორიტეტისადმი მორჩლება- სტენლი მილგრემის ექსპერიმენტი

 


ბოროტება-ჩვეულებრივი მოვლენა თუ განსაკუთრებული ფენომენი?

ექსპერიმენტი ისე იყო დაგეგმილი, რომ ცდის პირი იძულებული იყო დაეჯერებინა, რომ იგი – ასრულებდა რა ბრძანებებს – ტკივილს აყენებდა, სტანჯავდა და, შესაძლოა, მოეკლა კიდეც უდანაშაულო ადამიანი. თითოეულ მასწავლებელს 45 ვოლტის ძაბვის ელექტროდარტყმა მიაყენეს, რათა მას წარმოდგენა ჰქონოდა, თუ რა ინტენსივობის ტკივილს იწვევდა იგი. მოსწავლე მშვიდი, სასიამოვნო გარეგნობის, გაწონასწორებული მანერების მქონე, ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იყო, რომელიც, სხვათა შორის, ამბობდა, რომ გული აწუხებდა, მაგრამ ფულის გამო მზად იყო ამ პროცედურის გასავლელად. მას გვერდით ოთახში აბამდნენ “ელექტროსკამზე” და მასწავლებელთან შიდა საკომუნიკაციო ქსელის მეშვეობით ურთიერთობდა. მოსწავლეს ევალებოდა დაწყვილებული სიტყვების დამახსოვრება და წყვილიდან ერთ-ერთი სიტყვის დასახელება, როგორც კი გაიგებდა ამ წყვილის მეორე სიტყვას. მოსწავლემ, წინასწარ დადგენილი განრიგის შესაბამისად, მალევე დაიწყო შეცდომების დაშვება და მასწავლებელმაც არ დააყოვნა ელექტროშოკის გამოყენება. მსხვერპლის პროტესტი იზრდებოდა ელექტროშოკის ვოლტაჟის მატებასთან ერთად. 75 ვოლტზე მან ჩივილი და ბუზღუნი დაიწყო. 150-ზე ექსპერიმენტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და განთავისუფლება მოითხოვა. 180 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ ვეღარ გაუძლებს ამ ტკივილს. 300 ვოლტზე გაჰყვიროდა, რომ მეტის ატანა აღარ შეუძლია და განთავისუფლებას ითხოვდა. ბოლოს ტირილით ლაპარაკობდა თავის ავადმყოფ გულზე და კიოდა. თუ მასწავლებელი ყოყმანობდა, ან უარს აცხადებდა უფრო მაღალი ელექტროშოკის მიყენებაზე, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: “ექსპერიმენტი მოითხოვს, რომ თქვენ გააგრძელოთ,” ან “თქვენ არ გაქვთ არჩევანი, უნდა გააგრძელოთ”.

როგორც უკვე ხვდებით, სიტუაცია ცდის პირებისთვის ძალზე სტრესული იყო. ცდის პირთა უმეტესობა პროტესტს გამოთქვამდა და განუწყვეტლივ აღნიშნავდა, რომ ამის გაგრძელება აღარ შეეძლო. ის, რომ ექსპერიმენტში შექმნილმა სიტუაციამ ცდის პირებში ძლიერი პროტესტი გამოიწვია, ნათლად ჩანს ექსპერიმენტის ანგარიშებიდანაც:

180-ვოლტიანი შოკის შემდეგ: “ამდენს ვერ გაუძლებს! მე არ ვაპირებ ამ კაცის მოკვლას. გესმით, ყვირის! ის ვერ გაუძლებს ამას. რამე რომ დაემართოს?… ამ კაცს რაიმე რომ დაემართოს, ვინ აგებს პასუხს?” (ექსპერიმენტატორი თანხმდება პასუხისმგებლობის აღებაზე) – “მაშ, კარგი”.

195-ვოლტიანი შოკის შემდეგ: „ხომ გესმით როგორ ყვირის? მაგარია რა, არ ვიცი~ (ექსპერიმენტატორი ეუბნება, რომ აუცილებელია გაგრძელება) “დიახ, მე ვიცი, სერ, მაგრამ ვფიქრობ, ეგ აზრზე არ არის, რაში გაება. უკვე 195 ვოლტია”.

მაშინაც კი, როდესაც მოსწავლის ოთახში სიჩუმე ისადგურებდა, მასწავლებელი ბრძანებებს იძლეოდა, უფრო მოემატებინათ ელექტროშოკის ვოლტაჟი და დაეჭირათ თითი ღილაკზე, რომელსაც ეწერა: “სახიფათოა. ძლიერი შოკი XXX (450 ვოლტი)”

 
Design by Wordpress Theme | Bloggerized by Free Blogger Templates | free samples without surveys